16 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
ძალიან გაბრიყვებულია გახარია, მოხერხება უნდა, რომ კაცი იყო პრემიერ-მინისტრი და გახდე სააკაშვილის მარიონეტი - პრემიერი გახარიაზე

"ძალიან გაბრიყვებულია გახარია და ჩვენ ვნახეთ, როგორ დაკარგა საკუთარი სახე, თავი და ყველაფერი დაკარგა ამ ადამიანმა; მე ადრე ვთქვი, ამას მოხერხება უნდა, რომ კაცი იყო პრემიერ-მინისტრი და გახდე სააკაშვილის მარიონეტი," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ონში, გიორგი გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, გახარია სააკაშვილის ბუნებრივი მოკავშირეა.

"ეს ძალიან მარტივი წასაკითხია. ინფორმაცია რომ არ ჰქონდეს ადამიანს, ეს ძალიან მარტივად იკითხება, თავიდან ბოლომდე ჩართულია სააკაშვილის თამაშში. აღარ მინდა ამ საკითხზე დამატებითი სპეკულაციები, მაგრამ უამრავი ინფორმაცია არსებობს და ძალიან მარტივად იკითხება, რომ ალბათ, როგორც ჩანს რაღაც ძალიან დიდი ვალი აქვს სააკაშვილის მიმართ და ამ კომპრომატებით მართავს ამ გაბრიყვებულ ადამიანს. თუ ვინმეს იმედები გაუცრუა გიორგი გახარიამ, ეს არის თავად გიორგი გახარია. მან გაგვიცრუა ჩვენ ყველას იმედი, ჩვენს გუნდს, რადგან ის არის კლასიკური მოღალატე. რა შეიძლება იყოს ქართველი კაცისთვის იმაზე დიდი უბედურება და ტრაგედია, როცა შენი გუნდი, მოსახლეობის დიდი ნაწილი გეძახის მოღალატეს და მეორეს მხრივ, სისტემა გეძახის ასევე მოღალატეს," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, გახარიას მიერ შეტანილი საჩივარი არ არის საინტერესო, რადგან ეს ყველაფერი არის იგივე ხელწერა, რაც მას "ნაცმოძრაობასთან" და სააკაშვილთან აკავშირებს.

"მათ ერთი თამაში აქვთ. თბილისში რატომ დააყენა ტავი მერად, იცის, რომ ვერ გაიმარჯვებს. მაქსიმუმ, რაც შეიძლება აიღოს, არის 7-8-10% თბილისში, მან პირადად. ერთადერთი მიზანი აქვს ამ ყველაფერს, როგორმე იქნებ მეორე ტური ყოფილიყო, მაგრამ რა თქმა უნდა, კახა კალაძე გაიმარჯვებს პირველივე ტურში, მოსახლეობა ბრძენია, თბილისის მოსახლეობა გააკეთებს სწორ არჩევანს და ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს მშვიდ, სტაბილურ განვითარებას," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები