ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლას ოპოზიციაში ეხმაურებიან. ოპოზიციონერი დეპუტატის, "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, მისი სიტყვა ძალაშია და თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, პორშეთი დახვდება და მისთვის სასურველ ადგილზე მიაცილებს.
მისივე თქმით, სააკაშვილი შეიძლება, საქართველოში ჩამოვიდეს, მაგრამ ეს სარისკოა.
"ამ ბილეთის აღების შემდეგაც, "ნაციონალურ მოძრაობაში" ვეძებ ადამიანს, რომელიც ახლა მაინც დამენაძლევება, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა. ვენიძლავები 100 მილიონ ქართულ დოლარზე, "გირჩის" ვალუტაზე. ძალაშია ჩვენი შეთანხმება, თუ ჩამოვა მას პორშეთი მივაცილებთ მისთვის სასურველ ადგილზე,"- აცხადებს იაგო ხვიჩია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის საღამოსთვის აიღო ბილეთი კიევი-თბილისის რეისზე და ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა.