16 ნოემბერი 2024,   17:54
ვრცლად
"თუ პრემიერი ამბობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკა დუღს, რატომ გაიზარდა შემწეობის მიმღებთა რაოდენობა" - ანა ბიბილაშვილი

სოციალურად დაუცველთა პრობლემებს "ლელოს" მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი ეხმაურება.

მისი თქმით, ბოლო ორი თვის მანძილზე რეკორდულად გაიზარდა შემწეობის მიმღებთა რაოდენობა.

ბიბილაშვილი ეჭვობს, რომ შესაძლოა ხელისუფლება სოციალურად დაუცველებს საარჩევნოდ, ხმების მოპოვების მიზნით იყენებს და თვლის, რომ სტატისტიკით შესაბამისი ორგანიზაციები უნდა დაინტერესდნენ.

თბილისის მერობის კანდიდატი პარტიიდან ”ლელო საქართველოსთვის” ანა ბიბილაშვილი აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა.

"ვხედავთ ციფრებს, რომ ორი თვის მანძილზე სოციალურად დაუცველების რიცხვი გაიზარდა, ბოლო ორ თვეში შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 67 000 ლარით გაიზარდა, თუ პრემიერი ამბობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკა დუღს, რატომ გაიზარდა შემწეობის მიმღებთა რაოდენობა რეკორდულად? ხომ არ არის ეს მანიპულაცია?,"- აცხადებს ანა ბიბილაშვილი. 

დღის ამბები