16 ნოემბერი 2024,   17:54
ვრცლად
"საქართველო გეოგრაფიული ერთეულიდან თანამედროვე სახელმწიფოდ აქცია, მისი სამშობლოში დაბრუნების სულისკვეთებას ვიზიარებ" - თინა ბოკუჩავა

"ნახავთ თქვენს ლიდერს 2 ოქტომბერს თბილისში?" - "დღის კურიერის კითხვის საპასუხოდ, პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში აუცილებლად დაბრუნდება.

"ივანიშვილისგან განსხვავებით, რომლის სიტყვასაც არანაირი ფასი არ აქვს, ჩვენი გუნდისთვის სიტყვა, დაპირება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბილეთის გამოქვეყნებამდეც ეჭვი არ გვეპარებოდა იმაში, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჩამოვიდოდა საქართველოში. ძალიან დიდია ცნობისმოყვარეობა მისი ჩამოსვლის თარიღთან დაკავშირებით, შესაბამისად, ამიტომ გაასაჯაროვა აღნიშნული ინფორმაცია,"- აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

კითხვაზე, რომ ეს დაპირება მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საქართელოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით პირველი არ არის, ბოკუჩავა პასუხობს, რომ მას ჩამოსვლის შესახებ ასეთი კონკრეტიკით არ უსაუბრია.

"ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ერთეული ოლიგარქები არ უნდა წყვეტდნენ იმას, ვინ იქნება ქვეყანაში და ვინ იასპარეზებს პოლიტიკურად და ვინ იქნება გაძევებული ქვეყნიდან პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებიის საფუძველზე. მის სულისკვეთებას, მის სწრაფვას, რომ დაბრუნდეს სამშობლოში, სახელმწიფოში რომელიც პრაქტიკულად გეოგრაფიული ერთეულიდან თანამედროვე სახელმწიფოდ აქცია, პირადად სააკაშვილის წვლილი არის ძალიან დიდი, მისი სამშობლოში დაბრუნების სულისკვეთებას ვიზიარებ,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დღის ამბები