16 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
მისაღები, თუმცა, ძნელად შესაძლებელი - რა გამოხმაურება მოჰყვა პრეზიდენტის განცხადებას კოალიციური მთავრობის აუცილებლობაზე

სალომე ზურაბიშვილი მისი გაპრეზიდენტებიდან მესამე, ხოლო "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნიდან მე-9 წელს კოალიციური მთვარობის აუცილებლობაზე ალაპარაკდა. პრეზიდენტი მთავრობის მრავალპარტიული წესით დაკომპლექტების მომხრეა, თუმცა რთულად წარმოუდგენია კოალიციური მთავრობის ფუნქციონირება რადიკალურად განსხვავებული პოზიციების მქონე პოლიტიკური ძალების ფონზე. 

როგორი იქნება მთავრობის შემადგენლობა - იქნება ის კოალიციური, თუ მხოლოდ ერთი პარტიის მიერ დაკომპლექტებული, ამაზე პოლიტიკოსების ნაწილი პასუხს ამომრჩევლისგან ელოდება. კახი კალაძის თქმით, სამომავლოდ მთავრობის შემადგენლობა 2024 წლის არჩევნების შედეგებმა უნდა განსაზღვროს 

ფრანგული გამოცემისთვის მიცემული ინტერვიუს ის ნაწილი, სადაც პრეზიდენტი კოალიციური მთავრობის აუცილებლობაზე საუბრობს, პოლიტიკურ წრეებში განხილვის თემა გახდა. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ უფრო ძლიერი კონტროლის მექანიზმის ჩართვა, რასაც კოალიციური მთავრობა ითვალისწინებს, კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი გზაა.

კოალიციური მმართველობის უპირატესობაზე საუბრობენ მმართველ პარტიაშიც, თუმცა "ქართულ ოცნებაში" აინტერესებთ, რომელ პოლიტიკურ ძალასთან წარმოუდგენია პრეზიდენტს თანამშრომლობა. სახელისუფლებო გუნდში უკვე ასახელებენ პარტიებს, რომლებთან ურთიერთობასაც კატეგორიულად გამორიცხავენ.

კოალიციური მთავრობის იდეას ყველა პოლიტიკური პარტია იწონებს, თუმცა, არსებულ პოლიტიკურ ველზე, მისაღებ პოლიტიკურ ძალებს ერთმანეთში, ჯერჯერობით, ვერ ხედავენ.

დღის ამბები