არჩევნებმადე სამი დღით ადრე NDI-სა და IRI-ის ექსპერტები პარტიებს 2 ოქტომბერს და მის თანმდევ პოლიტიკურ პროცესებში კეთილსინდისიერი მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.
გავრცელებულ განცახდებაში წერია,რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლები ყველა პოლიტიკურ პარტიას როგორც საარჩევნო, ასევე არჩევნების შემდგომ პროცესებში აქტიური მონაწილეობისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებენ.
NDI-ისა და IRI-ის ექსპერტები მთავრობის წარმომადგენლებთან და პოლიტიკურ ლიდერებთან აპირებენ შეხვედრას, რათა საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებში დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული ჩართულობის მიმართ საკუთარი მხარდაჭერა გამოხატონ.