წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შეხვედრებს აგრძელებს. რეზი სოხაძემ შემაჯამებელი შეხვედრა ვარკეთილი 3 -ის მაცხოვრებლებთან გამართა.
კანდიდატმა ადგილობრივებს ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი გააცნო, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში რაიონში განხორციელდა. საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც.