ცესკოს მიერ დამონტაჟებული აუდიო-ვიდეო ფიქსაცია საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდს ვერ აფიქსირებს და ხმების მანიპულირებით რისკებს ვერ აზღვევს - ამის შესახებ დღეს პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ისაუბრა.
როგორც მეზვრიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ვიდეოფიქსაციაში მხოლოდ ბიულეტენის სილუეტი ჩანს და შინაარსის გარკვევა შეუძლებელია.
"მოვითხოვთ ცესკოსგან, უზრუნველყოფილი იქნეს დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულების სრულყოფილად შესრულება, ხმის მიცემის პროცესის აუდიო-ვიდეო ფიქსაცია ისე, რომ სრულად დაფიქსირდეს ბიულეტენის წინა გვერდზე გამოსახული ინფორმაცია," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.