16 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით თაკო ჩარკვიანი შს მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით, თაკო ჩარკვიანი შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს.

პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერს ვახტანგ გომელაურთან ექსპრეზიდენტის საქართველოში მშვიდობიანად დაბრუნების საკითხის დაყენება სურს.

"ფაქტია, რომ მიშაა, ფაქტია, რომ 30%-ს ინარჩუნებს კიევში წასული კაცი.

ჩვენი ინტერესი და "იარაღია" დასავლეთს დავანახოთ, რომ 9 წლის თავზე "ქართულმა ოცნებამ" ისე მოიჭრა თავი, რომ ყოფილ პრეზიდენტს დიდი რაოდენობის ხალხი ხვდება, ცხოველი ინტერესია..." - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლას, ევროპარლამენტარები არაპოზიტიურ სიგნალად განიხილავენ, ექსპრეზიდენტი კი ქვეყანაში დასაბრუნებლად ემზადება.

ყოფილ პრეზიდენტის ქვეყანაში შესაძლო დაბრუნების საკითხს პოლიტიკოსების ნაწილი სკეპტიკურად უყურებს, თუმცა ნაწილს სჯერა, რომ 2 ოქტომბრის ღამეს მიხეილ სააკაშვილი თბილისში იქნება.

დღის ამბები