პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ეხმაურება.
როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, სააკაშვილის დასაკავებლად მინიმუმ 10 გამოცდილი პოლიციელია საკმარისი, ხოლო ვინც ამ პროცესს ხელს შეუშლის, ისიც ციხის გისოსებს მიღმა აღმოჩნდება.
"ბავშვი არ დაბადებულა და სახელს არქმევდნენო - თუ ჩამოდის ეს კაცი, ჩამოვიდეს. თუ ჩამოვა - დავიჭერთ, ვინც ამას ხელს შეუშლის, იმასაც დავიჭერთ, მეტი რა გითხრათ.
არავითარი სამოქალაქო დაპირისპირება მე არ დამიანონსებია, ეს დაანონსეს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა როდესაც თქვეს, რომ ხელს შეუშლიან სააკაშვილის დაკავებას. მე ვთქვი, რომ ოპოზიციას არ შეუძლია საკუთარი მხარდამჭერების მობილიზება. პიკის დროს, ივლისის თვეში, როდესაც საკმაოდ კულმინაციური მომენტი იყო, მათ 5000-ზე მეტი მხარდამჭერის მობილიზება ვერ შეძლეს. ამის საპასუხოდ მე ვთქვი, რომ "ქართულ ოცნებას" მხარდამჭერების მობილიზება შეგვიძლია ერთ საათში და მინიმუმ 100 000-კაციანი მშვიდობიანი დემონსტრაცია ნებისმიერ დროს განვახორციელოთ. სააკაშვილს არ სჭირდება 100 000 კაცი, მას სჭირდება მინიმუმ 10 პოლიციელი, გამოცდილი კაცი, რომელიც მას დააკავებს," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.