ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განაცხადებით, აგვისტოს თვის სტატისტიკის მონაცემების მიხედვით, რომელიც დღეს დილით გამოქვეყნდა, 10.3%-იანი ზრდა გვაქვს.
"დღეს დილით გამოქვეყნდა აგვისტოს თვის სტატისტიკის მონაცემები. აგვისტოში ჩვენ 10.3%-იანი ზრდა გვქონდა. მთლიანად რვა თვე რომ შევაჯამოთ, 2020 წელთან შედარებით არის 12.0%-იანი ზრდა.
ყველა წინაპირობა გვაქვს, რომ მიმდინარე წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავასრულოთ. ეს არის სამუშაო ადგილები, ეს არის იმ სიღარიბის დაძლევა, რომელიც მოიტანა პანდემიამ და ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ეროვნული ვალუტის სიმყარე და მეტი შემოსავლები საქართველოს მოსახლეობას.
ძირითადი კონტრიბუტორი დარგები არის ტრადიციულად ჩვენი მომპოვებელი დარგები. ეს არის ჩვენი სოფლის მეურნეობა და სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი დარგები, ეს არის მომსახურების სფერო, სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია მიუხედავად პანდემიისა და ტურიზმში არსებული პრობლემებისა, ვითარდება. ეს არის მშენებლობა და ეს არის ვაჭრობა. ეს არის ძირითადი გამწევი ძალა," - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.