აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით აკეთებენ კომენტარს და აცხადებენ, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია მშვიდი და წყნარი გარემო.
დეგნანის განცხადებით, საქართველოშ კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური არასტაბილურობა ან დაპირისპირება არ უნდა შეიქმნას.
"მე ვერ გამოვთქვამ ვარაუდებს და სპეკულაციებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი კომენტარი გაკეთდა მათ შორის თავად სააკაშვილის მხრიდანაც, თუმცა ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა მშვიდი და წყნარი გარემო. არ უნდა იყოს კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური არასტაბილურობა ან დაპირისპირება. ჩვენ ამას ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ. იმედი მაქვს, რომ ამას ვნახავთ მომდევნო დღეებში და არჩევნების შემდეგ," - განაცხადა კელი დეგნანმა.