16 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
ძალიან მაღალია მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ალბათობა - ომბუდსმენი პოლიტიკურ ოპონენტებს მიმართავს 

ომბუდსმენი, ნინო ლომჯარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შესაძლო ჩამოსვლას და ზოგადად, წინასაარჩევნო პერიოდს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, რამაც შეიძლება მოქალაქეებს შორის დაპირისპირება გამოიწვიოს.

"ყველა პოლიტიკოსმა უნდა იგრძნოს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება. არის ძალიან დაძაბული და დაპირისპირებული პოლიტიკური ფონი, ძალიან მაღალია ალბათობა მოქალაქეებს შორის ფიზიკური, თუ სხვა ტიპის დაპირისპირების. ამიტომ არავინ, არც ხელისუფლების მხრიდან და არც ოპოზიციის მხრიდან არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, ან არ უნდა წააქეზოს ისეთი ქმედებები, რამაც შეიძლება მოქალაქეებს შორის დაპირისპირება გამოიწვიოს," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ

დღის ამბები