16 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
3 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილი დასაცინი იქნება - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე მე-3 პრეზიდენტის შესაძლო დაბრუნებას ეხმაურება და ამბობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, 3 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილი დასაცინი გახდება.

"რაღაცა მუხტის აწევას ცდილობენ, რომ თითქოს მიშა ჩამოდის, რაღაცა ბილეთი დადო, "ფეიკი" გააკეთა, წლებია რაღაცეებს იტყუება. ჩამოვა - ჩაჯდება ციხეში, არ ჩამოვა- დასაცინი გახდება. ორივე შემთხვევაში, 3 ოქტომბერს ეს ადამიანი დასაცინი იქნება. რატომ  გაიხადა თავი დასაცინად არ ვიცი. როგორც ჩანს გუნდის წევრებმა დაარწმუნეს, რომ ეს განცხადება უნდა გაეკეთებინა, რადგან აგებდნენ ისე, როგორც არასდროს წაუგიათ. მეტი ახსნა არ მაქვს მე ამ ხალხის მოქმედების," - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე კი ამბობს, რომ ჩამოსვლის შემთხვევაში, სააკაშვილს მყისიერად დააკავებენ.

"თუკი ამ რეისზე იქნება ყოფილი პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, მოხდება შესაბამისი უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა, რათა უსაფრთხოდ მოხდეს მისი დაკავება და შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა," - განაცხადა გივი მიქანაძემ.

დღის ამბები