28 აპრილი 2024,   11:45
ვრცლად
ძალიან დიდი ბლეფია ოპონენტების მხრიდან, რომ მეორე ტური იქნება - კახა კალაძე

თბილისის მერი, თბილისის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" კახა კალაძე "ღამის კურიერში" აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" თვითმმართველობის არჩევნებში, პირველივე ტურში გაიმარჯვებს, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. 

"ძალიან დიდი ბლეფია ოპონენტების მხრიდან, რომ მეორე ტური იქნება. მე მესმის მათიც, ხომ არ იტყვიან, რომ "ქართული ოცნება" ყველგან პირველივე ტურში გაიმარჯვებსო, მაშინ აზრი ეკარგება ყველაფერს. საარჩევნო კამპანია არ ჩაუტარებიათ და საერთოდ, რაზეა საუბარი?!

იმის თქმის უფლებას, რომ ჩვენ პირველივე ტურში გავიმარჯვებთ, მაძლევს საზოგადოების განწყობა,"- აცხადებს კახა კალაძე. 

დღის ამბები