მმართველი პარტიის თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზურაბ აბაშიძემ წინასაარჩევნო კამპანია შეაჯამა.
მოსახლეობასთან ბოლო შეხვედრას საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატები და საკრებულოს წევრობის კანდიდატებიც დაესწრნენ.
აბაშიძემ საზოგადოებას და უმრავლესობას წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ყველას ხვალ საარჩევნო უბნებზე მისვლა თხოვა.