16 ნოემბერი 2024,   16:52
ვრცლად
სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა... არ მგონია, მისი დაბრუნება სასარგებლო იყოს - სენატორი შაჰინი

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებას "ამერიკის ხმასთან" სენატორი შაჰინი ეხმაურება.

"ჩემი აზრით, ეს სიტუაციის განმუხტვას არ დაეხმარება. ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდა საკუთარი შესაძლებლობა, ის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში დამარცხდა 2012 წელს. როგორც თქვენ თქვით, მე მაშინ არჩევნებზე დამკვირვებელი ვიყავი და ვნახე როგორ ჩატარდა ის არჩევნები. მომდევნო წლების განმავლობაში სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა. არ მგონია მისი დაბრუნება ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს. მსოფლიო ძალიან ყურადღებით დააკვირდება იმას, თუ რა მოხდება.
მე საქართველოს დიდი მხარდამჭერი ვარ. მინდა ვნახო წარმატებული საქართველო და მინდა ვნახო ამერიკა-საქართველოს შორის მეტი სიახლოვე და მეტი დახმარება შეერთებული შტატების მხრიდან იმაში, რომ ქართველმა ხალხმა საკუთარ მიზანს მიაღწიოს. ეს ნაბიჯი არ იქნება ისეთი რამ, რაც ამ ყველაფერში დაგვეხმარება. ჩვენ პროგრესი უნდა დავინახოთ,"-აცხადებს სენატორი.

ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის უკვე საქართველოშია. მოგვიანებით, ექსპრეზიდენტმა ვიდეოც გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები