არჩევნებამდე ერთი დღით ადრე საერთაშორისო დამკვირვებლები პოლიტიკოსებს ხვდებიან. ისინი წინასაარჩევნო პერიოდზე პარტიების შეფასებებს ისმენენ.
საერთაშორისო დამკვირვებლებს თბილისის მერი კახა კალაძეც შეხვდა, მისი თქმით შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი იყო.
"ზოგადად, რაც უფრო მეტი დამკვირვებელი გვეყოლება არჩევნებზე ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არჩევნები ადგილობრივი თვითმმართველობის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოება ელოდება როგორი იქნება ქალაქი მომდევნო 4 წლის მანძილზე.
ვესაუბრე ყველაფერ ამაზე, ვესაუბრე ჩემს საარჩევნო კამპანიაზე და ასევე ვთქვი, რომ ხვალ პირველივე ტურში დავასრულებ არჩევნებს,"- კახა კალაძე.