უკრაინაში საქართველოს ელჩი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან არის დაკავშირებული. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.
"საგარეო საქმეთა სამინისტროში მოწვეულია საქართველოს საელჩოს ხელმძღვანელი ინფორმაციის მისაღებად," - განაცხადა ნიკოლენკომ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს დააკავეს.