პარტია "დროას" თავმჯდომარე ელენე ხოშტარიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი 4 დღეა რაც საქართველოში იმყოფება.
"4 დღე აქ იყო ეს იმაზე მეტყველებს, რომ სახელმწიფო ჩამოშლილია. მას ჰქონდა არჩევანი, რომ ეთქვა მოდით და არ დააჭერინოთ ჩემი თავიო, მაგრამ ის აბსოლუტურად მშვიდად ჩაჯდა ციხეში, როგორც ჩანს ეს იყო მისი გადაწყვეტილება.
მან იზრუნა იმაზე, რომ ეს ყოფილიყო მშვიდობიანად არეულობის გარეშე. ჩვენ სულ ვსაუბრობდით იმაზე, რომ "ქართული ოცნების" იმედი სიმშვიდის თვალსაზრისი არ გვაქვს,"- აცხადებს ელენე ხოშტარია.