16 ნოემბერი 2024,   16:49
ვრცლად
"მჯერა, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე გრძნობს, რამდენად სჭირდება ქვეყანას განახლება"– გიორგი გახარიამ არჩევნებზე არჩევანი დააფიქსირა

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ საარჩევნო კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. გიორგი გახარია ხმის მისაცემად მეუღლესთან ერთად მივიდა.

ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ გიორგი გახარიამ მედიასთან კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები, ეს არის განახლების არჩევნები.

"ჩვენ ყველანი ერთად საქართველოს მოქალაქეები არჩევანს ვაკეთებთ წარსულსა და მომავალს შორის, განახლებასა და წარსულს შორის. ეს ორი ძალა გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ასაზრდოებს, უკვე წლებია წარსულში გვექაჩება, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს თითოეული საქართველო გონივრულ არჩევანს გააკეთებს მომავლისთვის.

მე მინდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დღეს მოვუწოდო, რომ აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე იმიტომ, რომ არავინ არ მოგატყუოთ. ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები, ეს განახლების არჩევნებია და ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ, განსაკუთრებით ბოლო 1 თვის განმავლობაში, რას ნიშნავს და სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ერთპიროვნულმა მმართველობამ, ამიტომ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ორი ძალა, რომელიც ერთმანეთს ასაზრდოებს და ქვეყანას ექაჩება წარსულში, ჩვენ სწორი არჩევანით უნდა წავიყვანოთ წინ.

გულწრფელად მჯერა, რომ დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქე გრძნობს, რამდენად სჭირდება ქვეყანას განახლება და ის გააკეთებს ისეთ გონიერ არჩევანს, გულით, რომელიც ქვეყანას წაიყვანს წინ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები