16 ნოემბერი 2024,   17:00
ვრცლად
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის 124-ე უბანზე შევსებული ოქმი განადგურდება და კომისიას ახალი ოქმი გადაეცემა - ცესკო

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის 124-ე უბანზე შევსებული ოქმი განადგურდება და კომისიას ახალი ოქმი გადაეცემა. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც იოსელიანმა განმარტა, ოქმის ნაწილობრივ შევსება კენჭისყრის დასრულებამდე გადაცდომას წარმოადგენს.

"ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის 124-ე საარჩევნო უბანზე ნაწილობრივ იქნა შევსებული საუბნო შემაჯამებელი ოქმი, რომელსაც უბნის 14 წევრი, მათ შორის, პარტიების დანიშნული წარმომადგენლები აწერენ ხელს. ოქმის ფოტო გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედიასაშუალებებში. ცალსახად გვინდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს გადაცდომას და ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას ექნება შესაბამისი რეაგირება, ოქმი განადგურდება და საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცემა ახალი შემაჯამებელი ოქმი.

საარჩევნო ადმინისტრაციას ყოველთვის ექნება შესაბამისი რეაგირება მსგავსი ტიპის გადაცდომაზე. მოვუწოდებთ ყველა დონის საარჩევნო კომისიას, დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით გაწერილი ნორმები, რაც აუცილებელია კენჭისყრის პროცესის პროფესიონალურ დონეზე წარმართვისთვის," - განაცხადა იოსელიანმა.

დღის ამბები