16 ნოემბერი 2024,   16:55
ვრცლად
არჩევნები, ზოგადად, კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა გამძაფრებული პოლარიზაციით ხასიათდებოდა - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებითას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ არჩევნები, ზოგადად, კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა გამძაფრებული პოლარიზაციით ხასიათდებოდა.

ევროკავშირი აღნიშნავს, რომ საარჩევნო სუბიექტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საარჩევნო კამპანია თავისუფლად და კონკურენტულ გარემოში წარემართათ და რომ არჩევნების დღე მოწესრიგებულად და გამჭვირვალედ მიმდინარეობდა.

მისიამ, ასევე, ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან ხარვეზებს და მოუწოდა ხელისუფლებასა და ყველა პოლიტიკურ პარტიას მეორე ტურთან დაკავშირებით, სასწრაფოდ განახორციელონ დამატებითი ძალისხმევა სამართლიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად.

"მიმდინარე პოლარიზაცია კვლავ უარყოფითად აისახება საქართველოს დემოკრატიაზე და აღნიშნული საკითხის მოგვარებაზე პასუხისმგებლობა ყველა მხარეს ეკისრება" - ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში .

დღის ამბები