2 ოქტომბერს, საქართველოში გამართულ თვითმმართველობის არჩევნებს ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში ეხმაურება. შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი ჩატარებულ არჩევნებს იმედგაცრუებად და 2012 წლის არჩევნებიდან უკან დახევად აფასებს.
სენატორი შეშფოთებას გამოთქვამს ამომრჩეველთა დაშინებისა და მოსყიდვის შესახებ ცნობების გამო და აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გადაჭრას ეუთოს მიერ ხაზგასმული საკითხები, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული ძალადობა და არათანაბარი პირობები პარტიებისთვის.
სენატორის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობა განაგრძობს არჩევნების მეორე ტურზე ყურადღებით დაკვირვებას.
"სამართლიანი და ღია საარჩევნო პროცესი ძლიერი დემოკრატიის ნიშანია," - წერს სენატორი.