არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებთან პარტია "დროამ" 50 საჩივარი უკვე დაწერა. პარტიის ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებით, საჩივრების რაოდენობა მოიმატებს.
"ჩვენ შევიტანეთ 50-ზე მეტი საჩივარი უბნებზე, 20-ზე მეტი საჩივარი ახლა შეგვაქვს, ვმუშაობთ. გუშინ იყო გადათვლა უბნებზე და ერთ-ერთ უბანზე "დროას", სადაც ეწერა 1 ხმა, გადათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ჩვენ გვაქვს 18 ხმა.
რა თქმა უნდა, ბრძოლა გრძელდება და მე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ მთელი "დროას" გუნდი და მე პირადად, ბოლომდე ჩავერთვებით მე-2 ტურებში ოპოზიციური კანდიდატების მხარდასაჭერად. მე ვიქნები ნიკა მელიას გვერდში," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.