16 ნოემბერი 2024,   17:01
ვრცლად
ჩვენ მოვიგეთ რეფერენდუმი, სააკაშვილი ციხეშია, შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს - ირაკლი კობახიძე

პარლამენტის საშემოდგომო სესია არჩევნებზე საუბრით გაიხსნა. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ რეფერენდუმი მოიგეს და არჩევნები 2024 წლამდე აღარ ჩატარდება. 

"ჩვენ მოვიგეთ რეფერენდუმი, სააკაშვილი ციხეშია, შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2024 წელს. ეს ყველაფერი იმის გარანტიაა, რომ შემდეგი 3 წელი საქართველოში იქნება მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების 3 წელი. ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ 6 თვიანი საბოტაჟი, რომელიც დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ქვეყანას გამოუცხადა რადიკალურმა ოპოზიციამ და მისი წამხედურობით რამდენიმე სხვა პოლიტიკურმა პარტიამ იყო ყოველგვარ საფუძველს მოკლებული,"- აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. 

მმართველი გუნდის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კი არჩევნები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, შეფასდა როგორც თავისუფალი და კონკურენტული.  

"ის შეფასდა ყველას მიერ, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, როგორც თავისუფალი და კონკურენტული. იმუშავა 10%-იანი გადათვლის წესმა და სწორედ ამიტომაა, ვერავინ ბედავს ილაპარაკოს ჩაყრებზე და ა.შ. გადაითვალა 360 უბანი, სტატისტიკა კვლავ გამოქვეყნდება, მაგრამ პირველადი მონაცემებით, რაიმე სერიოზული არაფერი არის. და ხმები თუ ვინმეს მოემატა, რამდენადაც ვიცი, "ქართულ ოცნებას" მოემატა ამ გადათვლის შედეგად, მათ შორის თბილსიში,"- აცხადებს პაპუაშვილი.

დღის ამბები