საშემოდგომო სესიის გახსნის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა მე-3 პრეზიდენტის დაკავებაა.
მიხეილ სააკაშვილის საკითხზე დეპუტატების პოზიციები განსხვავებულია. მაგალითად, ხელისუფლებამ ოპონენტებს კიდევ ერთხელ შეახსენა ის ბრალდებები, რომელიც ექს-პრეზიდენტის მიმართ არის წარდგენილი.
თუმცა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილისგან განსხვავებით, პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანა ენმ-სა "ქართული ოცნების" ერთობლივი შეთანხმებით მოხდა.
"მე ვმოძრაობ იმ რწმენით, რომ მიხეილ სააკაშვილი თქვენ ჩამოიყვანეთ და აუფრიალეთ თვალწინ საქართველოს მოსახლეობას. ამით წაიღეთ არჩევნები თქვენ და "ნაცებმა" ურთიერთშეთანხმებით. ახლა ზის ის ციხეში და მერე ან უკრიანაში ან სადმე დაადეპორტებთ. ამჯერად იმუშავა ამ ტრიუკმა მაგრამ რჩევას მოგცემდით, რომ ტრიუკი ყოველთვის არ გაამარტლებს," - აცხადებს ხვიჩია.