პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარის განცხადებით, არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილის და მეგის ქარდავას ერთდროულად დაპატიმრება სიმბოლურია.
"სიმბოლური იყო, რომ არჩევნების წინ ორი მთავარი დამნაშავე, ორი სიმბოლო უსამართლობის აღმოჩნდა ქართულ ციხეში. მეგის ქარდავა, რომელიც მთავარი მწამებელია და მიხეილს სააკაშვილი, რომელმაც ეს დანაშაულებრივი სისტემა შექმნა,"- აცხადებს სოზარ სუბარი.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი კახა კახიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის ციხეში კარგი პირობები ხელისუფლების დამსახურებაა.
"როდესაც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი კარგ პირობებშია ეს ჩვენი დამსახურებააა. დაკავება მოხდა არა ღირსების შელახვის საფუძველზე. ჩვენ გვახსოვს ღირსება შელახული დაკავებები, როდესაც ღამის პერანგებში ათრევდნენ ქალებს, თითქოს მათ მეუღლეებს ისე ვერ დაიჭერდნენ,"-კახიშვილი.