16 ნოემბერი 2024,   16:50
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის დაკავება და პოლიტიკური ბრალდებები - არჩევნების შემდეგ დღეს პარლამენტი პირველად შეიკრიბა

მიხეილ სააკაშვილის დაკავება პირველივე სესიაზე პოლიტიკური ბრალდებების საფუძველი გახდა. ოპოზიციამ მმართველ პარტია, ექსპრეზიდენტის მიმართ სასამართლოს სახელით გამოტანილ მიკერძოებულ გადაწყვეტილებებში დაადანაშაულა.

ბრალდებებს სხდომათა დარბაზშივე უპასუხეს უმრავლესობის დეპუტატებმა. მმართველი პარტიის ლიდერებმა დღეს, ოპონენტებს ის საქმეები შეახსენეს, რაზეც ყოფილი პრეზიდენტი მსჯავრდებულია.

განცხადებებს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხზე, წინ უძღოდა დებატები თვითმმართველობის არჩევნების გარშემო. ირაკლი კობახიძემ არჩევნები შეაჯამა და თქვა, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარების ახალ ეტაპი დაიწყება.

ოპოზიციის ნაწილმა, დღეს მმართველი პარტია გამარჯვების ნაადრევი ზეიმისთვისაც გააკრიტიკა, შეახსენეს ის გზავნილებიც, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" საერთაშორისო დამკვირვებლებისგან არჩევნების შეფასებისას მიიღო. ამ პოზიციის საპასუხოდ, "ქართულ ოცნებაში" თქვეს, რომ თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიულად და მშვიდ ვითარებაში წარიმართა.

დღის ამბები