16 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
ზრუნვის სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა - რას ითვალისწინებს დოკუმენტი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ზრუნვის სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის.

დოკუმენტი ითვალისწინებს ზრუნვის სააგენტოს თანამშრომელთა გადამზადებას, მოწყვლადი ჯგუფებისთვის სერვისების უზრუნველსაყოფად ციფრულ სისტემაზე გადასვლის ეფექტურობის გაზრდას, სააგენტოს ინფრასტრუქტურის მეტად ადაპტირებას მიზნობრივი ჯგუფებისთვის.

მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა ერთობლივი შეხვედრები და სამომავლო აქტივობები.

დღის ამბები