16 ნოემბერი 2024,   16:50
ვრცლად
NATO მხარს უნდა უჭერდეს არა მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ სურვილს, შეუერთდნენ ალიანსს - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

NATO მხარს უნდა უჭერდეს არა მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ ორი ქვეყნის სურვილს,შეუერთდნენ ალიანსს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.

თურქეთის პირველი დიპლომატის თქმით, შავი ზღვისპირა რეგიონი ერთ-ერთი მთავარი რეგიონია ევროატლანტიკური უსაფრთხოების კუთხით და ამიტომ, ძალთა სამხედრო ექსპანსია ამ რეგიონში მოითხოვს NATO-ს მხრიდან მუდმივ ყურადღებას.

"ჩვენ გვჭირდება მომავალშიც დავუჭიროთ მხარი ორ შავიზღვისპირა ქვეყანას - უკრაინასა და საქართველოს. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ არა მხოლოდ მათ ტერიტორიულ მთლიანობასა და მიზანსწრაფვას, არამედ გავამყაროთ მათი შესაძლებლობები, მათ შორის NATO-სთან ურთიერთობის გაუმჯობესების კუთხით. პოლონეთი და თურქეთი, სამწუხაროდ, იმ მცირე რაოდენობის ქვეყნებს შორის არიან ნატოში, რომლებიც ახდენენ ამ საკითხის წამოწევას მინისტრების ყოველი შეხვედრისას და ყოველ სამიტზე," - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

დღის ამბები