16 ნოემბერი 2024,   17:01
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ბრალდებულის სტატუსი არ აქვს, შესაბამისად არანაირი თხოვნა ექსტრადიციის შესახებ უკრაინისთვის არ არსებობს - საქართველოს ელჩი უკრაინაში

მიხეილ სააკშვილის საქმეზე ისაუბრა საქართველოს ელჩმა უკრაინაში.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში, მუდმივი წარმომადგენელი სუამ-ში გიორგი ზაქარაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში პატიმრობისა და მისი სამართლებრივი და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა.

"როდესაც მე გადავეცი წოდებათა სიგელების ასლები მინისტრის მოადგილეს, მადლიერება გამოხატა იმისთვის, რომ მოხერხდა კონსულის დაშვება მიხეილ სააკაშვილთან და ასევე საუბარი შეეხო ისევ მისი უფლებების დაცვას, რაზეც ჩვენ კიდევ ერთხელ დავარწმუნეთ, რომ ცხადია, ჩვენთან დაცულია როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებული ყველა ნორმა.

მიხეილ სააკაშვილს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უკრაინის ბრალდებულის სტატუსი არა აქვს, შესაბამისად, არანაირი თხოვნა გადმოცემის შესახებ, ექსტრადიციის შესახებ, მისი როგორც დამნაშავის, უკრაინისთვის არ არსებობს და რამდენადაც მე მესმის, ვერც იქნება," - განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა.

დღის ამბები