"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ნუგზარ წიკლაური "დღის კურიერის" ეთერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ღია წერილს გამოეხმაურა.
ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, არ არსებობს არც ეთიკური, არც მორალური, არც ზნეობრივი, არც ინტელექტუალური დეკადანსი, უფრო დაბლა დასვლა, ვიდრე ეს იყო ღარიბაშვილის შემთხვევაში.
"ამ ხერხებით ცდილობენ ახლა გამკლავებას იმასთან, რომ აქვთ ძალიან დიდი შიში, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში, მათთვის ყოველდღიურად, ყოველი საათი, მით უმეტეს, ისეთ პირობებში, როგორიც არის შიმშილობის აქტის დროს, მათთვის არის უდიდესი პოლიტიკური პრობლემა და არც მომავალში მოერიდებიან ტყუილს, იმიტომ, რომ თუ რამე არის "ქართული ოცნების" საფირმო ნიშანი, ეს არის ტყუილი," - განაცხადა ენმ-ს წევრმა.
ნუგზარ წიკლაური უკრაინაში პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას ვიზიტსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სავადაუდოდ, უკრაინის ხელისუფლებასთან მიხეილ სააკაშვილზე კომუნიკაცია იქნება.
"ახლა არის სულ რამდენიმე განვითარება მოვლენების და "ქართული ოცნებისთვის" ყველა არის ძალიან ცუდი. ერთადერთი, რაც მათთვის იქნებოდა ამოსუნთქვა, არის ის, რომ როგორმე მიხეილ სააკაშვილი არ იყოს საქართველოში. იქნება ის ციხეში, თუ იქნება გარეთ, მაინც არის უდიდესი თავის ტკივილი და ყველაფერს შეეცდებიან, ეს ადამიანი არის იყოს საქართველოში," - აცხადებს ნუგზარ წიკლაური.