16 ნოემბერი 2024,   16:49
ვრცლად
ნიკა მელიას იდეა, რომ კოალიციური მთავრობა ჰყავდეს თბილისს, არის ძალიან კარგი იდეა - ხათუნა სამნიძე

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, პარლამენტის ფრაქცია ”შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე კოალიციური მთავრობის იდეას ემხრობა და მიესალმება. 

"ნიკა მელიას იდეა, რომ კოალიციური მთავრობა ჰყავდეს თბილისს, არის ძალიან კარგი იდეა. მე მივესალმები ამას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ საარჩევნო შედეგებით არ მიგვიღია ისეთი შედეგი, რომელიც აჩვენებს, რომ კოალიციური მთავრობა უნდა გვყავდეს, იმიტომ, რომ ძირითადად პოლარიზებული გახდა გარემო და არჩევანი გაკეთდა ორ ძირითად პარტიას შორის და აქა-იქ სამწუხაროდ, ძალიან სუსტი პოზიციები აღმოაჩნდათ შედარებით მცირე პარტიებს, მიუხედავად ამისა, ახლა არის ძალიან კარგი თუ უკვე თავად არჩეული პოლიტიკოსები აჩვენებენ საზოგადოებას, რას ნიშნავს კოალიციური მმართველობა. ეს გადაწყვიტა ნიკა მელიამ, რომელსაც მივესალმები.

მე კონსულტაციებში ჯერჯერობით, არ მიმიღია მონაწილეობა. ვფიქრობ, რომ მისი იდეა მაინც უკავშირდება ისეთ პარტიებს, რომლებსაც მანდატი აქვთ მიღებული და რესპუბლიკელებს ეს მანდატი არ გვაქვს ამ არჩევნების შედეგად,“ - ამბობს ხათუნა სამნიძე.

დღის ამბები