16 ნოემბერი 2024,   17:02
ვრცლად
იმ უამრავ ოჯახს, რომელთაც პირდაპირი სიმძიმე აგემეს, მათ შორის ოჯახის წევრების დაკარგვით, დღესაც აყენებენ შეურაცხყოფას - რატი იონათამიშვილი ენმ-ზე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი "დღის კურიერის" ეთერში ამბობს, რომ მასაც და მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობასაც საერთოდ არ აინტერესებს რა შეფასებებს გააკეთებს "ნაციონალური მოძრაობა".

რატი იონათამიშვილის განცხადებით, სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით ბოლო ერთ თვეში ორი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა. საუბარია მიხეილ სააკაშვილისა და მეგის ქარდავას დაკავებაზე.

"არა მარტო მე, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობასაც და ეს დადასტურდა არჩევნების შედეგებითაც, საერთოდ არ აინტერესებს რა შეფასებებს და კომენტარებს გააკეთებენ "ნაციონალურ მოძრაობის" წევრები, ვინც არ უნდა იყოს მათგან წარმოდგენილი.

ვინაიდან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ადამიანები დღემდე არ ამბობენ და პირიქით, საპირისპირო პოზიციას აფიქსირებენ, რომ ის ტოტალური დანაშაულები, რომელსაც სისტემური ხასიათი ჰქონდა, რაზეც საუბარია ასევე სტრასბურგის სასამართლოში და ეს ეხება "ნაციონალურ მოძრაობას" და ამ დამნაშავის სისტემის სულის ჩამდგმელს - მიხეილ სააკაშვილს, დღესაც რაღაც უმნიშვნელო შეცდომებთან აიგივებენ. ეს არის ძალიან მავნებლური რიტორიკა, რომლითაც უნდათ, რომ იმ უამრავ ოჯახს, რომელთაც პირდაპირი სიმძიმე აგემეს, მათ შორის ოჯახის წევრების დაკარგვით, დღესაც აყენებენ შეურაცხყოფას, დღესაც იგივე რიტორიკით გამოირჩევიან.

მაგრამ, რაც მთავარია, სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით ბოლო ერთ თვეში 2 უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა: ერთი - ამ დანაშაულებრივი სისტემის შემოქმედი მიხეილ სააკაშვილი და მეორე - ამ დანაშაულებრივი სისტემის განმახორციელებელი და შემსრულებელი მეგის ქარდავა ერთმანეთის მიყოლებით აღმოჩნდნენ საპყრობილეში," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები