16 ნოემბერი 2024,   16:59
ვრცლად
"ქართულ ოცნებაში" არჩევნების მე-2 ტურში დამაჯერებლად გამარჯვებაში დარწმუნებული არიან

"ქართულ ოცნებაში" არჩევნების მეორე ტურში დამაჯერებლად გამარჯვებაში დარწმუნებული არიან.  

უმრავლესობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ოპოზიცია საზოგადოებას საკუთარ გეგმებს არ აცნობს და ისინი მხოლოდ რადიკალური ქმედებებით არიან დაკავებულნი.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ "ქართულმა ოცნებამ", იმ ქალაქებს, სადაც ოპოზიციას პირველ ტურში, გარკვეული წარმატება ჰქონდა, უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს.

"მეორე ტურისთვის "ქართული ოცნება" ემზადება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კანდიდატები დამაჯერებლად გაიმარჯვებენ. ცნობილია ჩვენი პოლიტიკა, როგორიც იყო ეს პირველ ტურამდე - საზოგადოებასთან ინტენსიური კომუნიკაცია, განსხვავებით ოპოზიციისგან, რომელიც პირველი ტურისთვის, ასევე მეორე ტურისთვის არ არის არანაირ კომუნიკაციაში საზოგადოებასთან, გარდა რადიკალური ქმედებებისა. შესაბამისად, შედეგებიც იქნება," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებაში დარწმუნებულია გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები