16 ნოემბერი 2024,   16:52
ვრცლად
ხმაური რუსთავის ციხესთან - მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა გვიან ღამით აქცია გამართეს

ხმაური იყო გვიან ღამით რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

შეკრებილები ტერიტორიაზე საღებავით წარწერის - "თავისუფლება მიშას" გაკეთებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

"მთელი პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ეკისრება ბიძინა ივანიშვილს," - განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელიამ.

აქციის გამართვა ციხესთან მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ყოფილი პრეზიდენტის ექიმმა განაცხადა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა.

დღის ამბები