16 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
დღეს პარლამენტში ბიუროს სხდომაზე დეპუტატები მომავალი სესიის დღის წესრიგზე იმსჯელებენ

დღეს პარლამენტში ბიუროს სხდომაზე დეპუტატები მომავალი სესიის დღის წესრიგზე იმსჯელებენ, რომელიც უახლოეს დღეებში უნდა ჩატარდეს.

განსახილველ საკითხებს შორისაა საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები და დაცული ტერიტორიებისთვის დამატებით მიწების გადაცემის საკითხი. კანონმდებლები დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზეც იმსჯელებენ.

"განიხილება საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ბიუჯეტირების საკითხებთან, საგადასახადო კოდექსში გარკვეული ცვლილებების შეტანასთან, აგრეთვე დაცული ტერიტორიების პოლიტიკა იცით თქვენ საქართველოში გრძელდება და ამ კუთხით ჩვენ ახალ ფართობებს და ახალ შესაძლებლობებს ვაძლევთ დაცულ ტერიტორიებს. ძირითადად არის სამუშაო მიმდინარე საორგანიზაციო საკითხები, რომელსაც პარლამენტის ბიურო განიხილავს," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები