16 ნოემბერი 2024,   17:58
ვრცლად
რეზოლუცია საქართველოზე - NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას გმობს

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მოამზადა, რომელშიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას გმობს.

რეზოლუციის მიხედვით, ასამბლეა გმობს რუსეთის მუდმივ ძალისხმევას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის მიმართ წაახალისოს დესტაბილიზაცია, მათი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის რელსებიდან გადაყვანის მიზნით.

ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების მიმართ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების გამო.

გარდა ამისა, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს მოუწოდებს, გააძლიერონ საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა.

დღის ამბები