ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში დამაჯერებლად გამარჯვებაში დარწმუნებულია.
ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით გამარჯვებისთვის უფრო მეტი კოორდინაცია სჭირდებათ. ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ 30 ოქტომბერს მთავარია ამომრჩეველი არჩევნებზე მივიდეს და საკუთარი არჩევანი დააფიქსიროს.
"ნაციონალური მოძრაობა მზად არის, საკუთარ ინტერესებსა და განწყობებზე მაღლა დააყენოს ცვლილებების საკითხი. ცვლილებების მისაღწევად კი, მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა ოპოზიციონერთან, ვინც თავს აიდენტიფიცირებს ოპოზიციონერად,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა ობოლაძე.
პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელში" კი აცხადებენ, რომ თუკი არჩევნებზე ყველა ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი მივა, "ქართულ ოცნებას" მეორე ტურის მოგება გაუჭირდება.
"ლელოში" კი ამბობენ, რომ ისინი მხარს პროდასავლურ ოპოზიციას დაუჭერენ და მათთან ითანამშრომლებენ.
საქართველოში არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.