16 ნოემბერი 2024,   17:59
ვრცლად
რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება, ​NATO-ს ქვეყნების გადასაწყვეტია როდის იქნებიან მზად საქართველო და უკრაინა ალიანსში​ გაწევრიანებისთვის - იენს სტოლტენბერგი

"NATO-ს ქვეყნების გადასაწყვეტია როდის იქნებიან მზად საქართველო და უკრაინა NATO-ში გაწევრიანებისთვის" - ამის შესახებ დღეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

იენს სტოლტენბერგმა განმარტა, რომ უნდა, თუ არა რომელიმე სახელმწიფოს NATO-ს წევრობა მხოლოდ ამ სახელმწიფოს გადასაწყვეტია.

"ფუნდამენტური საკითხია, რომ სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს საკუთარი გეზი. უნდა, თუ არა რომელიმე სახელმწიფოს NATO-ს წევრობა მხოლოდ ამ სახელმწიფოს გადასაწყვეტია.

რუსეთს არა აქვს ვეტოს უფლება, რუსეთი ყოველთვის ცდილობს თქვას, რომ NATO-ს გაფართოება პროვოკაციაა. იგი ასე მოიქცა, როდესაც პოლონეთის და ბალტიისპირეთის ქვეყნები გავაწევრიანეთ NATO-ში.

მე ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ გვქონდა სიმტკიცე რათა ეს ქვეყნები მიგვეღო. ასე რომ, NATO-ს ქვეყნების გადასაწყვეტია როდის დააკმაყოფილებენ ასპირანტი ქვეყნები, მაგალითად საქართველო და უკრაინა, NATO-ს სტანდარტებს და მზად იქნებიან NATO-ში გაწევრიანებისთვის და ამას სხვა ვერავინ გააკეთებს," - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დღის ამბები