ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, შესაძლოა, მუნიციპალური სამსახურის უფლებამოსილება გაფართოვდეს.
სამშენებლო ზედამხედველობის გამკაცრების კუთხით, საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტის თავჯდომარე აანონსებს. კახა კუჭავა პარლამენტის მიერ შესაბამისი ნორმების დროულად მიღების აუცილებლობაზე საუბრობს.
"მერიაში უკვე 60-ზე მეტ შენობაზე მიდის რეაგირება და შესწავლა. ჩვენი მხრიდან პარლამენტში შესაბამისი კომიტეტი თუ ჩათვლის საჭიროდ, რომ საკონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა კიდევ უფრო გამკაცრდეს და სწორად იყოს ზედამხედველობა გაწერილი, მოვუწოდებ დეპუტატებს ამაში ჩაერთონ.
შეგვიძლია ჩვენი მხრიდან საკანონმდებლო ცვლილებებზე ვიფიქროთ,"- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ.