საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება. სალომე ზურაბიშვილს ვენის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ.
დახვედრის ოფიციალური ცერემონია კი, ცოტა ხნის წინ, რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტის, ჰოფ ბურგის სასახლეში გაიმართა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.
დაგეგმილია საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული და ავსტრიული კომპანიები. პრეზიდენტებმა მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს.