16 ნოემბერი 2024,   17:53
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 239 მილიონს აღწევს

239 მილიონი ინფიცირებული და თითქმის 5 მილიონი გარდაცვლილი - ასეთია მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მონაცემები.

განსაკუთრებულად რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში - გასულ დღე-ღამეში, თურქეთში კოვიდ-19-ის 30 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 30 აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. რუსეთში კი პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი დოზის გაკეთების რეკომენდაცია გასცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ. ფარმაცევტულმა კომპანია "მერკმა" კი, ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის ავტორიზაციისთვის მიმართა.

დღის ამბები