16 ნოემბერი 2024,   17:00
ვრცლად
ყველა პარტია თავად იღებს გადაწყვეტილებას, რომელ აქციაში მიიღოს მონაწილეობა, უბრალოდ, ჩემთვის ბევრი რამ არის გაუგებარი - ზაალ უდუმაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილისთვის გაუგებარია, რა მიზეზით არ იღებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ხვალინდელ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას.

"ყველა პარტია თავად იღებს გადაწყვეტილებას, რომელ აქციაში მიიღოს ან არ მიიღოს მონაწილეობა. უბრალოდ, ჩემთვის ბევრი რამ არის გაუგებარი. თუ ჩვენ ყველა ვთანხმდებით, (მათ შორის, ის პარტიები, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას ხვალინდელ აქციაში), რომ მიხეილ სააკაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ტყვე და პოლიტპატიმარი და არის დევნილი მთელი ამ წლების განმავლობაში ივანიშვილის ხელისუფლების მიერ, მაშინ არ მესმის, რატომ არ უნდა მიიღო აქციაში მონაწილეობა.

ეს არ არის მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" აქცია. ეს არის აქცია ყველა იმ ადამიანის, რომელიც მიიჩნევს, რომ ქვეყანაში უსამართლობა არის გამეფებული, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება მიხეილ სააკაშვილსაც და ზოგადად, ამ ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობასაც. ამიტომ ყველა ის ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში, უნდა მოვიდეს," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები