"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა თინათინ ბოკუჩავამ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს, ბევრი მიზეზის გამო, თავის დროზე ედუარდ შევარდნაძის დაჭერა შეეძლო, თუმცა ეს არ გააკეთა.
"განა პრეზიდენტს სააკაშვილს არ შეეძლო დაეჭირა ედუარდ შევარდნაძე?!
ჩვენ ყველამ გამოვიარეთ 90-იანი წლები და გვახსოვს ის განუკითხაობა, რომელიც ამ პერიოდს თან ახლდა. ამიტომ, ძალიან ბევრი მიზეზის გამო, შესაძლებელი იქნებოდა პრეზიდენტ შევარდნაძის დაჭერა და მისთვის მრავალწლიანი პატიმრობის მისჯა, მაგრამ ეს არ გააკეთა სააკაშვილმა და იმდროინდელმა მთავრობამ, რადგან, მას აქვს და ჰქონდა ეროვნული ღირსების განცდა," - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
ასევე, თინათინ ბოკუჩავა უცნაურს უწოდებს იმ ფაქტს, რომ კოალიციაში შემავალი ოპოზიციური პარტიები, ენმ-ს აქციას არ უერთდებიან, რომელში მონაწილეობასაც, ოპოზიციიდან მხოლოდ პარტია "კანონი და სამართალი" მიიღებს.