ქვეყნაში არეულობის მოწყობა და დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობა - ასე აფასებენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქმედებებს მმართველ გუნდში.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლების განმარტებით, ოპონენტები მცდელობის მიუხედავად არ დაუშვებენ არეულობას და მე-2 ტურშიც დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენ.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ენმ-ს პოლიტიკური დღის წესრიგი არეულობაა.
"ენმ- ს წინა კამპანია იყო დაფუძნებული რეფერენდუმზე, რომელიც წააგეს, ახლა დაფუძნებულია მიხეილ სააკაშვილზე. არეულობის მოწყობას ცდილობენ, მაგრამ ეს არ გამოსდით,"- აცხადებს პაპუაშვილი.