16 ნოემბერი 2024,   17:03
ვრცლად
"იმედია საქართველოზე ხელს არ ჩაიქნევენ, შევაჩეროთ ბავშვური კინკლაობა" - რა გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციაში ევროპარლამენტარების წერილს სააკაშვილზე

"სააკაშვილის დაპატიმრება ემსახურება მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას, რომელსაც საქართველო აწყდება წლების განმავლობაში უკიდურესი პოლარიზაციის შედეგად" - ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელზეც ევროპარლამენტარები მუშაობენ.

ევროპარლამენტარების წერილს გამოხმაურება მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მსგავსი შინაარსის უამრავი წერილი გავრცელდება. 

თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ თუ მდგომარეობა არ შეიცვლება "ქართულ ოცნებას" პრობლემები შეექმნება. 

"ჩვენს გარშემო არცერთი სახელმწიფო არ აღიარებს მიხეილ სააკაშვილს, როგორც დამნაშავეს. რუსეთის გარდა,"- აცხადებს ბოტკოველი. 

პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი დავი უსუფაშვილი კი იმედოვნებს, რომ ევროპარლამენტარები საქართველოზე ხელს არ ჩაიქნევენ. 

"იმედი მაქვს, რომ საქართველოზე ხელს არ ჩაიქნევენ, ეს ბავშვური კინკლაობა შევაჩეროთ და გადავიდეთ სახელმწიფოებრივ ცხოვრებაზე,"- აცხადებს უსუფაშვილი. 

დღის ამბები