16 ნოემბერი 2024,   16:54
ვრცლად
ერთ მხარეს არის საქმეზე ფოკუსირება, მეორე მხარეს კი დესტრუქცია და დესტაბილიზაცია - მმართველი გუნდი მე-2 ტურში გამარჯვებაში დარწმუნებულია

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურამდე ზუსტად 15 დღე რჩება - "ქართული ოცნება" უპირატესობაში დარწმუნებულია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათ მხარეს ამომრჩეველი გაკეთებულ საქმეებს ხედავს, ოპოზიციის მხარეს კი დესტრუქციისა და დესტაბილიზაციის მცდელობას. 

"ჩვენ საზოგადოებას მეორე ტურებზე აქვს ერთადერთი მოლოდინი, ეს არის დამაჯერებელი უპირატესობა, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" პირველ ტურში ჩვენ საზოგადოებასთან მოვიპოვეთ. მეორე ტურზე კიდევ უფრო შთამბეჭდავი და ძლიერი იქნება. ამას განაპირობებს, ის ქმედებები, რომლითაც განვსხვავდებით ოპონენტებისგან. ერთ მხარეს არის კონკრეტულ საქმეზე ფოკუსირება, მეორე მხარეს, დესტრუქცია, დესტაბილიზაცია და უშინაარსო აქციები,"- აცხადებს უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი. 

დღის ამბები