ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურამდე ზუსტად 15 დღე რჩება - პოლიტიკური პარტიები არჩევნებისთვის ემზადებიან.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მე-2 ტურში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.
"აქტიური შეხვედრები გვექნება ჩვენ ამომრჩეველთან, იმ ადამიანებთან ვინც ჯერ კიდევ დარწმუნებული არ არის, რომ ცვლილებები აუცილებელია. იმ ადამიანებმა, ვინც 2 ოქტომბერს, სხვა ოპოზიციურ პარტიებს დაუჭირეს მხარი, მზად არიან, ქვეყანაში ცვლილებები მოხდეს და დაუჭერენ ოპოზიციას მხარს,"-აცხადებს თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი ბოტკოველი.
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მეორე ტურში, 20-ივე მუნიციპალიტეტში მხარს უჭერენ პარტია "ლელოში და "რესპუბლიკურ პარტიაში".